top of page
original.webp
Home: Image

ᲛᲔᲓᲘᲐᲙᲠᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

მედიაკრიტიკა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მედიაპლატფორმაა, რომლის მიზანი ვებგვერდზე აღნიშნული ინფორმაციის თანახმად მედიაპროდუქტების გაანალიზება და შეფასებაა მედიის ხარისხის ამაღლების მიზნით.  მედიაკრიტიკა სხვადასხვა მედიაში გასულ მედიაპროდუქტებს აანალიზებს და შემდეგ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებს მათ შესახებ. 5 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე მედიაკრიტიკას სულ 15 სტატია აქვს  მომზადებული, საიდანაც 8 უშუალოდ ეხება ოპოზიციურად განწყობილი მედიის, "მთავარი არხის" ჟურნალისტების კრიტიკას. ასევე ვხვდებით "ფორმულას" და ტელეკომპანია "იმედის" კრიტიკასაც, მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით. მედიაკრიტიკის სხვა სტატიებშიც შეინიშნება, რომ პლატფორმა ხელისუფლების მიმართ დადებითად განწყობილ მედიას ნაკლებად აკრიტიკებს. 

Home: About
387342290_333209392758447_2910295565992479259_n_edited.jpg

ერთ-ერთ სტატიაში მედიაკრიტიკა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს ბრალს სდებს მანიპულაციაში. სტატია ეხება "მთავარი არხის" ჟურნალისტის მხრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კრიტიკას, რომელიც CPAC-ის კონფერენციაზე ჩავიდა. ჟურნალისტი უნგრეთს პრორუსულ ქვეყნად განიხილავს, ამის საპირწონედ კი მედიაკრიტიკის სტატიაში გამართლებულია უნგრეთის პოზიციები

Home: Welcome
Home: Image
giphy.gif
Home: Team

ᲛᲔᲓᲘᲐᲙᲠᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲢᲐᲢᲘᲘᲓᲐᲜ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ

უნგრეთი კონსერვატორული, მაგრამ არა პრო-რუსული სახელმწიფოა

ᲛᲔᲓᲘᲐᲙᲠᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲡᲢᲐᲢᲘᲔᲑᲘ

403765495_148320788372889_4437320714624445483_n_edited.jpg

ᲡᲢᲐᲢᲘᲐ ᲤᲝᲠᲛᲣᲚᲐᲡ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲖᲔ

აღსანიშნავია ტელეკომპანია ,,ფორმულას“ შესახებ  სტატია, რომელშიც გადაცემის წამყვანს "მედიაკრიტიკის" ჟურნალისტი აკრიტიკებს იმის გამო, რომ საქართველო ბელარუსთან შეაწყვილა და უკრაინის და მოლდოვას გვერდით აღარ განიხილება. "მედიაკრიტიკის" ჟურნალისტის თქმით, საქმე გვაქვს ანტისახელისუფლებო პროპაგანდასთან. თითქოს, "ფორმულას" წამყვანის თქმით, საქართველო სპეციალურად ჩამოშორდა უკრაინას და მოლდოვას - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც შემდეგ გრძელდება ნარატივით, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ომის გამო მიიღო, ხოლო მოლდოვა ომის საფრთხის ქვეშაა. ერთის მხრივ, მედიაკრიტიკის ამ სტატიაში ჩანს, რომ საქართველოში მოლდოვისგან განსხვავებით, არაა ომის საშიშროება და მეორე მხრივ, ოპოზიციურ მედიებს სურთ, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის მსგავს გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდეს. 

397982294_230069063438591_4047726440415987619_n_edited.jpg

ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲘᲡ ᲙᲠᲘᲢᲘᲙᲐ

ერთი შეხედვით, მედიაკრიტიკა არამხოლოდ ოპოზიციურ, არამედ სახელისუფლებო არხებსაც ამონიტორინგებს. ერთ-ერთი სტატია ,,არცერთი შეკითხვა ელჩს?“ აკრიტიკებს "იმედის" ჟურნალისტს და ეხება ამერიკელ ელჩთან, რობინ დანიგანთან ინტერვიუს. სტატიასი აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს არ უკითხავს ელჩისთვის, როგორ შეიცვლებოდა ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის, ასევე, არ დაუსვამს კითხვა არც რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტზე და ყოფილი  ელჩის, დეგნანის შესახებ. სტატიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, დეგნანი შეფარვით დადანაშაულებულია ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობაში. ასევე, დეგნანი შეფარვით გაკრიტიკებულია დეგნანის პოზიცია კანონის "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ"

Home: Inventory
Home: Team
Eo_circle_red_white_number-1.svg.png

ᲡᲢᲐᲢᲘᲐᲨᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲝ ᲞᲠᲝᲞᲐᲒᲐᲜᲓᲐ

საქართველო იმიტომ არ არის უკრაინის და მოლდოვას გვერდით, რომ ხელისუფლება მშვიდობას ინარჩუნებს

 ,,ბაჩო ოდიშარია იყო მედიაკრიტიკის ავტორი, კიდევ ნუკრი შოშიაშვილი, ახლა ორივე არის post tv-ს მთავარი სახე. Მათი შეხედულებები დამალული არ არის, პირდაპირ ამბობენ ვის უჭერენ მხარს და ვის წინააღმდეგ არიან. ის არ გამოვა და იმედს და post -tv-ს არ გააკრიტიკიებს, რადგან post-tv-ზე ზის." - ამბობს "მედიაჩეკერის" მთავარი რედაქტორი, გიორგი გოგუა

Home: Video

 ᲞᲠᲝ-ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲝ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲘ

მედიაკრიტიკის სტატიებზე დაკვირვებით რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს  არის დამატებითი მედიასაშუალება ოპოზიციურად განწყობილი მედიის კრიტიკისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის ყოფილი ჟურნალისტები იყვნენ გური სულთანიშვნილი, ბაჩო ოდიშარია და ნუკრი შოშიაშვილი, რომლებიც ახლა "პოს ტვ"-ში მუშაობენ და ღიად აფიქსირებენ პრო-სახელისუფლებო მოსაზრებებს.

Home: News
bottom of page